დეკონსტრუქცია

დეკონსტრუქცია
ტერმინი „დეკონსტრუქცია“ ნიშნავს მეტაფორების ამოცნობის პროცესს, მათი იმ ფარული ლოგიკის გამომზეურებას, რომელიც, ჩვეულებრივ, არსებობს, როგორც ცნებათა ბინარული ოპოზიცია (მამაკაცი-ქალი, სუბიექტი-ობიექტი, კულტურა-ბუნება და ა.შ.). ჟ. დერიდა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს წმინდა განსხვავებები დომინაციის გარეშე, ვინაიდან ამგვარ ოპოზიციაში ერთი მხარე ყოველთვის მეორეს არის დაქვემდებარებული. ტერმინი „დეკონსტრუქცია“ აღნიშნავს ზოგადად, ნებისმიერი ცნებისათვის, როგორც იდეოლოგიურად ან კულტურულად კონსტრუირებულისათვის ფარდის ახდას და არა უბრალოდ ბუნებრივი რეალობის ასახვას. (Derrida, 1976).
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»